ლეგენდარული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმროს ფლობს, მათ შორის ერთ-ერთი მის მშობლიურ მადეირაზეა. რონალდუს თქმით მადეირა მისთვის განსაკუთრებული ადგილია და აქ ყოფნის დროს მისი ცხოვრების განსაკუთრებული პერიოდი, ბავშვობა ახსენდება.
კუნძული მადეირას პოპულარობა ვიზიტორების მზარდი რაოდენობა გარკვეულ წილად შეგვიძლია რონალდუსადმი სიყვარულსაც დავუკავშიროთ. უამრავი გულშემატკივარი სტუმრობდა ადგილს, სადაც რონალდო დაიბადა, ბოლო წლებია კი მათ შესაძლებელო აქვთ ფეხბურთელის პირად სასტუმროშიც კი დარჩნენ.
მას შემდეგ, რაც პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ნაკრების კაპიტნის პატივსაცემად, კუნძულ მადეირაზე აეროპორტისთვის სახელის გადარქმევა გადაწყვიტეს და ამჟამად აეროპორტს „კრიშტიანუ რონალდუს აეროპორტი“ ეწოდება.
რაც შეეხება სასტუმროს, CR7 2016 წელს გაიხსნა და 49 ნომრისგან შედგება. იატაკი ხელოვნური ბალახით არის დაფარული. სასტუმროში კრიშტიანუ რონალდუს სახელობის მუზეუმიც არის, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი, რაც მის კარიერას უკავშირდება. ფასი კი საშუალოდ 100 $ არის.