რაჭა ყველას სიყვარულია. საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის გასაოცარ ადგილებს რა ჩამოთვლის. თითოეულ ქალაქში და სოფელში აღმოაჩენ რაღაც ისეთს, რაც ამ კუთხეს სამუდამოდ შეგაყვარებს. ამ ყველაფერზე კი ადგილობრივებიც განუწყვეტლივ ზრუნავენ. ულამაზესი სახლები, სასტუმროები, კოტეჯები, ზუსტად იმაზე მიანიშნებს რომ აქ მხოლოდ სუფთა ჰაერი და საუცხოო ბუნება კი არა, ყველაფერი საუცხოოა და თქვენთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი ბედნიერი დასვენებისთვის.
სწორედ ამ სიყვარულით არის ნაშენები რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში აშენებული კოტეჯი „საუცხოო ქოხი•Usuli hut”. განსხვავებული დიზაინის ქოხში ბედნიერება სუფევს, რომელზეც ხატია ლობჟანიძემ და მისმა მეუღლემ იზრუნეს. უნდა აღინიშნოს რომ ეზო, სადაც საუცხოო ქოხი მდებარეობს, აქამდეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
„ რაჭაში პანდემიის პერიოდში გადავედით საცხოვრებლად მე და ჩემი მეუღლე ბავშვებთან ერთად. ამბროლაურში დიდი ეზო გვაქვს, რომელსაც ორსაუკუნოვანი, ბერძენი ხუროთმოძღვრების მიერ აშენებული დიდი ქვის ჭიშკარი აქვს, ეს ჭიშკარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვაშია შესული, მასზე ჩვენი წინაპრების ქრონოლოგიაა ამოტვიფრული და ერთ-ერთ ტურისტულ ლოკაციად ითვლება, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ქართველი თუ უცხოელი ტურისტები. ვიზიტორები ინტერესდებოდნენ ჩვენი ეზოთი და ამბობდნენ რომ დიდი სიამოვნებით დარჩებოდნენ სტუმრად სასტუმრო რომ გვქონოდა, თუნდაც საოჯახო. აქედან დაგვებადა იდეა ქოხის მშენებლობის, რომელიც უნდა ყოფილიყო ყველასგან გამორჩეული, არასტანდარტული, ლამაზი და რაც მთავარია კომფორტული მომხმარებლისთვის. „ - ხატია ლობჟანიძე
ქოხი 2+4 პერსონაზეა გათვლილი, ერთი დიდი ორსაწოლიანი და დანარჩენი ექსტრა ბედებია, გამოსაშლელი არასტანდარტული მცირე ზომის საწოლი და გასაშლელი დივანი დგას.
ქოხი იდეალურია წყვილებისთვის და მეგობრებისთვის. ქოხში დაგხვდებათ ღია ფანჩატური, სადაც დგას მაგიდა, სკამები და ჰამაკები, ეზო ხეხილით დახუნძლული და ცეცხლის დასანთები ადგილი, კოტეჯში არის ცენტრალური გათბობა, სამზარეულო ყველა აუცილებელი ჭურჭლითა და ტექნიკით აღჭურვილი, აბაზანა, აბაზანის ოთახი დამატებით, სადაც დგას ვანა და გასაშლელი დივანი. ოთახს აქვს ფრანგული აივნები. ქოხში დაგხვდებათ თეთრეული, ხალათები და პირსახოცები, მათ მიერ წარმოებული საპონი, თმის ფენი, კონდიციონერი.
ზაფხულის ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია.
მისამართი : რაჭა, ამბროლაური, წულუკიძის 14.
დასაჯავშნად გადადით ლინკზე : Usuli hut•საუცხოო ქოხი