Search logo

ყველაზე ცხელი და უსიცოცხლო ადგილი მსოფლიოში

ყველაზე ცხელი და უსიცოცხლო ადგილი მსოფლიოში

კალიფორნიაში მდებარე სიკვდილის ველს ხშირად დედამიწის ყველაზე ცხელ ადგილად მიიჩნევენ. ტემპერატურა იქ რეკორდულ ნიშნულს, 56,7 გრადუს ცელსიუსს აღწევს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ჰაერის ტემპერატურაა.

დედამიწის ზედაპირის ყველაზე ექსტრემალური ტემპერატურების ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე ცხელი ზედაპირი ირანის დაშთე-ლუთია. ეს უდაბნო ფლობს რეკორდს დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურით. 2005 წელს აქ ტემპერატურამ 70,7 °C-ს მიაღწია.

დაშთე-ლუთი მარილიანი უდაბნოა სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში. წარმოადგენს მსოფლიოში სიდიდით 25-ე უდაბნოს. მოიცავს 51 800 კმ² ტერიტორიას. მისი სიგრძე 480 კმ-ია, სიგანე 320 კმ. უდაბნოს ტერიტორია მსოფლიოში ერთ-ერთ უმშრალესად და ამავე დროს, ბიოლოგიურად უსიცოცხლო ზონად მიიჩნევა.

უდაბნოს აღმოსავლეთი ნაწილი დაფარული მშრალი, მარილის ტბებით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ქვიშის დიუნებით, რომლებიც ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში.

2016 წლის 17 ივლისს, დაშთე-ლუთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.

მსგავსი პოსტები