კავკასიონის მთის ძირში, რაჭის ტყეში ჩაფლული „ოდა ლუქსი“ სტუმრების მოლოდინშია. სოფელ ნიკორწმინდაში ცოლ-ქმარმა ალექსანდრე ბოჭორიშვილმა და თეონა მაისურაძემ გადაწყვიტეს დაბრუნდებოდნენ თავიანთ მიწა-წყალს და საოჯახო ტიპის სასტუმრო შეექმნათ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კოტეჯი აშენებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალით და უსაფრთხოა ბავშვებისთვის. ორ საძინებლიანი კოტეჯი 5 სტუმარზეა გათვლილი, რომელიც ყველანაირ კომფორტს ქმნის სასიამოვნო დასვენებისთვის. სამზარეულო აღჭურვილია ყველა საჭირო. თანამედროვე ტექნიკით.
კოტეჯში დაგხვდებათ : სარეცხის მანქანა. თეთრეული,ხალათები,ერთჯერადი ჩუსტები,თმის საშრობი და ჰიგიენური საშუალებები. ასევე, ტელევიზორი, კონდიციონერი, ტელესკოპი,კარაოკე და სამაგიდო თამაშები. კოტეჯის მოწყობის დროს გათვალისწინებული იყო პატარა დამსვენებლების სურვილები და ეზოში ჰამაკები და საქანელა დაგხვდებათ. ეზოში ასევე არის შეზლონგი.
სტუმრების რაოდენობა განსაკუთრებულად მატულობს ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. ამიტომ იჩქარეთ და დროულად დაჯავშნეთ კოტეჯი თქვენთვის და თქვენი ოჯახის სასიამოვნო ზაფხულისთვის. კოტეჯის ქირაობა შეგიძლიათ, როგორც დღიურად, ისე ხანგრძლივი პერიოდით. დასაჯავშნად კი მხოლოდ 10 %-ის ჩარიცხვაა საჭირო.
დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს : Oda Lux • ოდა ლუქსი