ბალი — ინდონეზიის ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს მცირე ზონდის კუნძულების ჯგუფში, კუძულ იავასა და ლომბოკს შორის. ბალი ამავე დროს ინდონეზიის ერთ-ერთი პროვინციაა მის 33 პროვინციას შორის. დედაქალაქია — დენპასარი.
კუნძულს რეკორდული რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს, 3 551 000 ადამიანი (2009). მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ინდონეზიის ერთ-ერთი ეროვნული უმცირესობა — ინდუსები. მოსახლეობის 93,2 % ბალის ინდუიზმის მიმდევარია, ხოლო დანარჩენი — ისლამის. ბალი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია თავის ტურისტული ღირსშესანიშნაობებით, მაღალგანვითარებული ხელოვნებით, სკულპტურებით, მუსიკით და ა.შ.
ბალიზე დასვენების სურვილი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგჩენიათ, თუმცა შესაძლებელია მოსალოდნელი მაღალი ფასების გამო მასზე ოცნებასაც კი ვერ ბედავთ. თუ მაინც გადაწყვეტთ იცნებისკენ სწრაფვას გირჩევთ დაუკავშირდეთ გამოცდილ ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც დაგეგმავენ თქვენზე მორგებულ ტურს ან უბრალოდ თქვენ თვითონ დაიწყეთ ავიაბილეთებისა და სასტუმროების ძებნა.
ამ სტატიაში გთავაზობთ სასტუმროებს ბალიზე, რომელიც Booking.com-ის მიხედვით 1 ღამე 50 $ ან უფრო იაფი ჯდება :
- The Pande Hill Homestay
- RedDoorz Plus near Mall Bali Galeria 2
- Starloka Saba Bali Hotel
- Puri Bali Hotel
- One Degree Sunset Hill Leisure
გაითვალისწინეთ ფასები მოცემულია ივნისის თვის მიხედვით, არის ცვალებადი და სანამ გადაწყვეტთ სასტუმროს დაჯავშნას წაიკითხეთ შეფასებები ყურადღებით.