Search logo

რას ნახავ სათაფლიაში?

რას ნახავ სათაფლიაში?

სათაფლიის მღვიმე+პრომეთეს მღვიმე, იმერეთი, 25 GEL, აღმოაჩინე საქართველოსათაფლიის კარსტული მღვიმეები და სახელმწიფო ნაკრძალი იმერეთში, ქუთაისიდან 7 კმ-ში მდებარეობს. იქ აღმოჩენილი გაქვავებული ნაფეხურები კი მოწმობს, რომ ამ ადგილზე მილიონობით წლის წინათ დინოზავრები ცხოვრობდნენ. ეს გასაოცარი აღმოჩენა 1925 წელს ქუთაისელმა პედაგოგმა, ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძიებისას გააკეთა. 1935 წელს აქ უკვე დაარსდა კომპლექსური ნაკრძალი, რომელიც გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს მოიცავს.

სათაფლია დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილია. დინოზავრის ნაკვალევის გარდა, აქ შეგიძლია ნახო კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები, ზღაპრული სილამაზის კარსტული მღვიმე და დატკბე სტალაქტიტების, სტალაგმიტების, სტალაგნატების საოცარი ფორმებით.   

დღეისთვის სათაფლიის ინფრასტრუქტურა მოიცავს: კელითმოწყობილ მღვიმეს, დინოზავრთა ნაკვალევების საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, საფეხმავლო ბილიკებს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს და სუვენირების მაღაზიებს. ნაკრძალს სახელი მთის მიხედვით დაერქვა, რომელიც უძველესი დროიდან დღემდე ფუტკრების სამყოფელია. თაფლის სიჭარბის გამო, მას „სათაფლიას“, ანუ „თაფლის მთას“ ეძახიან.
 

მსგავსი პოსტები

ჭიათურა - 5 ადგილი რაც აუცილებლად უნდა ნახო
დაცულ ტერიტორიებს შორის წელს ყველაზე მეტად ნავენახევის მღვიმის მონახულება გაიზარდა